თეგი: მიხაილ ფრიდმანი

პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქი: ომი ვერასოდეს იქნება პასუხი. სისხლისღვრა უნდა დასრულდეს

მიხაილ ფრიდმანმა, რუსეთის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა განაცხადა, რომ ომი უკრაინაში ტრაგედიაა და სისხლისღვრა უნდა შეწყდეს. უკრაინაში დაბადებული, პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი ფრიდმანი, რომელიც ჩვეულებრივ თავს არიდებს პოლიტიკურ განცხადებებს, პირველი რუსი ბიზნესმენია, რომელიც ომის წინააღმდეგ ალაპარაკდა. 27 თებერვალს, ლონდონში დაფუძნებული ფირმის LetterOne-ის თანამშრომლებს გაგზავნილ წერილში მილიარდერმა თქვა, რომ ომი ტრაგედიაა როგორც უკრაინელი, ასევე რუსი ხალხისთვის. ლონდონში მდებარე კერძო სააქციო კაპიტალის ფირმის LetterOne-ის თანამშრომლებს გაგზავნილ წერილში, რომელიც Financial Times-მა მოიპოვა, მილიარდერი წერს: „მე მხოლოდ მაღ შემიძლია შევუერთდე, ვისი სურვილიც არის სისხლისღვრის დასრულება. მე დავიბადე დასავლეთ უკრაინაში და ვცხოვრობდი იქ 17 წლამდე. ჩემი მშობლები უკრაინის მოქალაქეები არიან და ცხოვრობენ ლვოვში, ჩემს საყვარელ ქალაქში. მაგრამ მე ასევე გავატარე ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი, როგორც რუსეთის მოქალაქემ, ვაშენებდი და ვზრდიდი ბიზნესს. მე ღრმად ვარ დაკავშირებული უკრაინელ და რუს ხალხთან და ამ კონფლიქტს ვუყურებ როგორც ორივეს ტრაგედიას. არ ვაკეთებ პოლიტიკურ განცხადებებს, მე ვარ ბიზნესმენი, რომელიც პასუხისმგებელია ჩემი ათასობით თანამშრომლის წინაშე რუსეთსა და უკრაინაში. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ომი ვერასოდეს იქნება პასუხი. ეს კრიზისი დააზარალებს ორ ერს, რომლებიც ასობით წლის განმავლობაში ძმობდნენ“, - წერს ფრიდმანი Forbes-ის რუსული გამოცემა მის ქონებას 15,5 მილიარდ დოლარად აფასებს.

რუსი ოლიგარქი ფრიდმანი სანქციებზე, პუტინსა და უკრაინაში ომზე

რუსეთის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, პუტინთან დახლოებულმა ოლიგარქმა მიხაილ ფრიდმანმა ლონდონში პრესკონფერენცია გამართა, რაც მილიარდერების მხრიდან იშვიათი ნაბიჯია. ფრიდმანის პრესკონფერენციის გაშუქებისას, BBC აღნიშნავს, რომ ოლიგარქები პრესკონფერენციას ხშირად არ ატარებენ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთის ფინანსურად შეკუმშვის სტრატეგია დასავლეთისთვის სასურველ გავლენას ახდენს რუსეთზე. ასე არ ფიქრობს თავად ოლიგარქი, მიიჩნევს, რომ სანქციები კრემლს არ შეაჩერებს. ფრიდმანმა თქვა, რომ უკრაინაში კონფლიქტი უნდა დასრულდეს რაც შეიძლება მალე, მაგრამ თავი აარიდა კითხვებს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ქმედებების დაგმობის შესახებ. „ეს იქნება არამხოლოდ „ჩემი პირადი რისკი, არამედ რისკი ჩემი კოლეგებისა და პერსონალისთვის. ათიათასობით თანამშრომელია რუსეთში, უკრაინასა და დიდ ბრიტანეთში. ეს ძალიან მგრძნობიარე საკითხია. ჩვენ გვყავს ათეულობით პარტნიორი და მე არ მაქვს უფლება, ყველა მათგანი რისკის ქვეშ დავაყენო“. რუსმა ოლიგარქმა განაცხადა, რომ ოლიგარქებისთვის სანქციების დაწესება მოსკოვის გადაწყვეტილებაზე არ იმოქმედებს. აქვე აღნიშნა, რომ ომი ორივე მხარისთვის ტრაგედიაა. ფრიდმანი ამით შეუერთდა კიდევ ერთ ბიზნესმენს, ოლეგ დერიპასკას, რომელიც მშვიდობის მოწოდებით გამოვიდა. BBC წერს, რომ დერიპასკა და ფრიდმანი ის ოლიგარქები არიან, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ ხმამაღლა საუბრობენ. უკრაინაში დაბადებული ფრიდმანი რუსეთის უმსხვილესი კერძო ბანკის Alfa-ს დამფუძნებელია და მართავს საინვესტიციო ფირმა LetterOne-ს, რომელსაც აქვს ფართო ინტერესები ნავთობისა და საცალო ვაჭრობის სფეროში. მილიარდერმა თქვა, რომ სანქციები, რომლებიც ყინავს ზოგიერთ აქტივს და აწესებს მოგზაურობაზე აკრძალვას, გაუმართლებელია და ის მათ წინააღმდეგობას გაუწევს. მაგრამ დაამატა, რომ სანქციებს, ნებისმიერ შემთხვევაში, არ ექნება სასურველი ეფექტი კრემლის შეკავებაში. არის თუ არა ხარვეზები რუსეთში ბანკების ფუნქციონირებაში, ფრიდმანმა განაცხადა, რომ დიდი ზეწოლა იყო რუსულ ვალუტაზე, რუბლზე. მისი თქმით, ბევრი რუსი მიდიოდა ბანკებში რუბლის გამოსატანად, რომ დოლარი შეეძინა. აღსანიშნავია, რომ ფრიდმანი მიმდინარე კვირაში უკვე მეორედ გამოჩნდა. Forbes-ის რუსული გამოცემა მის ქონებას 15,5 მილიარდ დოლარად აფასებს. პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქი: ომი ვერასოდეს იქნება პასუხი. სისხლისღვრა უნდა დასრულდეს

Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის 

რუსი მეწარმე და „ალფა-ბანკის“ დამფუძნებელი, მილიარდერი მიხაილ ფრიდმანი Bloomberg-თან აცხადებს, რომ სანქციების გამო ანგარიშების გაყინვის და საბანკო ბარათების დაბლოკვის შემდეგ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.  15 მარტს ბრიტანეთმა ევროკავშირის კვალდაკვალ „ალფა-ბანკის“ დამფუძნებლის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა, შედეგად, ფრიდმანმა აღმოაჩინა, რომ მის ერთად-ერთ მოქმედი საბანკო ბარათზე თანხა გაიყინა. გამოცემასთან ინტერვიუში ფრიდმანმა განაცხადა, რომ ამის გამო დამლაგებლის მომსახურების საფასურის გადახდასაც კი ვერ ახერხებს.  „ალბათ სახლის დალაგება დამოუკიდებლად მომიწევს. როცა სტუდენტი ვიყავი საერთო საცხოვრებელში ოთხ მეზობელთან ვიყოფდი ოთახს. 35 წლის შემდეგ ეს გამოცდილება  გამომადგება“, - აცხადებს ფრიდმანი.  Bloomberg-ის მონაცემებით, უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყებამდე ფრიდმანის აქტივები $14 მილიარდს შეადგენდა. ახლა „ფურცელზე“ მისი კაპიტალი $10 მილიარდია, ამიტომ, ბიზნესმენს ნაღდი ფული არ აქვს. ფრიდმანი ამბობს, რომ აღმოსავლეთის სანქციები რუსეთის ხელისუფლებისთვის ნაკლებად ეფექტურია.  მისი თქმით, ევროკავშირს არ აქვს გაცნობიერებული, თუ როგორ ფუნქციონირებს რუსეთის ხელისუფლება. „თუ სანქციების მიზანია, ოლიგარქებმა მოახდინონ პრეზიდენტზე ზეწოლა, ამას აზრი არ აქვს. თუ ევროკავშირში ფიქრობენ, რომ სანქციების გამო შემიძლია, პუტინთან მივიდე და ვუთხრა, რომ საომარი მოქმედებები შეაჩეროს და ეს იმუშავებს, ვშიშობ... რადგან ჩვენ ყველას დიდი პრობლემები გვაქვს. ამიტომ, ვინც ამ გადაწყვეტილებებს იღებს, ვფიქრობ, არაფერი ესმით, თუ როგორაა მოწყობილი რუსეთი“, - ამბობს ფრიდმანი.  Bloomberg-ის ცნობით, მანამდე მიხაილ ფრიდმანმა რუსეთის სპეცოპერაციას უკრაინაში ტრაგედია უწოდა და განაცხადა, რომ „საომარი მოქმედებებით“ პრობლემა ვერ გადაიჭრება.  „ალფა-ბანკის“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ამ გამონათქვამების გამო მას შესაძლოა, რუსეთის ფედერაციაში დაბრუნებისას პრობლემები შეექმნას.  ცნობისათვის, მიხაილ ფრიდმანი ევროკავშირის სანქციების გაფართოებულ სიაში მოხვდა. ევროკავშირში მისი კონტროლის ქვეშ არსებული აქტივები გაყინულია. ამასთან, ბიზნესმენს აკრძალული აქვს ევროკავშირში შესვლა. ფრიდმანი ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი იყო. თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტი პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებდა „ალფა-ჯგუფს“ უცხოური ინვესტიციეიბის მოსაზიდად.  ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. 

საფრანგეთში, ოლიგარქ ფრიდმანის ვილა და სახლი დააყადაღეს

საფრანგეთში, სანქცირებული რუსი ოლიგარქის მიხაილ ფრიდმანის ვილა და სახლი დააყადაღეს. ამის შესახებ რუსული მედია The Insider -ზე დაყრდნობით წერს. გამოცემა, საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, რომ სან-ტროპეში ფრიდმანის ვილა Copab დააყადაღეს. როგორც ჟურნალისტური გამოძიებით გაირკვა, ვილა ფრანგულ ფირმა SNC COPAB-ზეა რეგისტრირებული. მისი ბენეფიციარები არიან მიხაილ ფრიდმანის შვილები ლარისა და ეკატერინე, ხოლი 1%-ს მისი ყოფილი ცოლი, ოლგა აიზმანი ფლობს.  დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ფრიდმანი ვილის გაქირავებით თვეში €180 ათასიდან €440 ათასამდე შოულობდა. ვილის ტერიტორიაზეა აუზი, საუნა და ვერტმფრენის დასაფრენი ბილიკი. ამასთან, პარიზში დააყადაღეს მიხაილ ფრიდმანის სახლი, რომელიც ასევე შვილებისა და ცოლის სახელზე კომპანია SCI მეშვეობითაა რეგისტრირებული. ცნობისათვის, მანამდე რუსი ოლიგარქი ევროკავშირისა და ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მოექცა. 17 მარტს, ფრიდმანმა განაცხადა, რომ მას საბანკო ბარათი დაუბლოკეს და თვეში მხოლოდ $3 300 დახარჯვის უფლება აქვს. ფრიდმანი LetterOne, Alfa Group-ის ძირითადი აქციონერია. 29 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ IDS ბორჯომმა სანქციების გამო, წარმოება დროებით შეაჩერა.  2013 წლიდან რუსული Alfa Group ფლობს IDS Borjomi International-ის საკონტროლო წილს. მისი დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის სანქციების სიაშია. ასევე წაიკითხეთ Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის 

უკრაინაში, რუსი ოლიგარქ ფრიდმანს, აქტივები დაუყადაღეს

უკრაინის გენერალური პროკურორის ირინა ვენედიქტოვას განცხადებით, უკრაინაში „ალფა ბანკში“ რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანის 12,4 მილიარდი გრივნას აქტივები დააყადაღეს. ეს ფასიანი ქაღალდებია, კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანიების, რომლებიც, ბიზნესმენთანაა აფილირებული. აღნიშნული აქტივები, უკრაინაში, „ალფა ბანკის“ ფილიალი ინახებოდა.  ამასთან, ფრიდმანს დაუყადაღეს 469 მილიონი გრივნა, რომელიც „ალფა ბანკის“ანგარიშებზე იყო განთავსებული. ცნობისათვის, მანამდე რუსი ოლიგარქი ევროკავშირისა და ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მოექცა. 17 მარტს, ფრიდმანმა განაცხადა, რომ მას საბანკო ბარათი დაუბლოკეს და თვეში მხოლოდ $3 300 დახარჯვის უფლება აქვს. ფრიდმანი LetterOne, Alfa Group-ის ძირითადი აქციონერია. 29 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ IDS ბორჯომმა სანქციების გამო, წარმოება დროებით შეაჩერა.  2013 წლიდან რუსული Alfa Group ფლობს IDS Borjomi International-ის საკონტროლო წილს. მისი დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის სანქციების სიაშია. ასევე წაიკითხეთ Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის 

უკრაინამ IDS Borjomi-ის შვილობილ კომპანიაში მიხაილ ფრიდმანს წილი დაუყადაღა

უკრაინის ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს პრესსამსახურის ცნობით, სასამართლომ IDS Borjomi-ის შვილობილ კომპანიაში ოლიგარქ მიხაილ ფრიდმანს საკუთრებაში არსებული წილები და აქტივები დაუყადაღა, რომელთა საერთო ღირებულება 53.4 მილიონი გრივნაა ($1.81 მილიონი). IDS BORJOMI სახელმწიფოს კომპანიის 7.73%-იან წილს უსასყიდლოდ გადასცემს უწყების განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ საწარმო, კვიპროსული კომპანიების გავლით, რუს ოლიგარქს ეკუთვნის. ბიურო მილიარდერის სახელს არ ამხელს, თუმცა უკრაინული მედია ღიად წერს, რომ საუბარია მიხეილ ფრიდმანზე. უკრაინაში ფრიდმანი პარტნიორებთან, გერმან ხანთან და პეტრ ავენთან ერთად, ფლობს IDS Group Ukraine-ს, საერთაშორისო ჯგუფის IDS Borjomi International-ის შვილობილ კომპანიას. გარდა იმისა, რომ ის Borjomi-ის წყლის ექსკლუზიური იმპორტიორია უკრაინაში, იგი წარმოდგენილია მთელი რიგი ბრენდებით, კერძოდ, Morshynska და Mirgorodska წყლებით. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ყადაღა სწორედ Morshynska-ს აქტივებს დაედო. გამოძიების თანახმად, ფრიდმანი, პარტნიორებთან ერთად ცდილობდა, თავიდან აეცილებინა შესაძლო სანქციები და აქტივების ნაციონალიზაცია და ამ მიზნით, გეგმავდა უკრაინაში არსებული აქტივების დამალვას. შეგახსენებთ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ფრიდმანის სანქცირებამ პრობლემა შეუქმნა ბორჯომის წარმოებას საქართველოში. კერძოდ, IDS BORJOMI International-მა, რომლის საკონტროლო პაკეტი სანქცირებული მიხაილ ფრიდმანის Alfa Group-მა 2013 წელს იყიდა, საქართველოში ბორჯომის წარმოება 29 აპრილიდან შეაჩერა. დღეს ცნობილი გახდა, რომ „ბორჯომის“ მმართველი კომპანიის, ERASMONY LIMITED-ის საკუთრებაში არსებული RISSA INVESTMENT LIMITED-ის 1 104 (7.73%) ხმის უფლების მქონე აქცია საქართველოს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადმოეცემა. გარიგების შედეგად IDS BORJOMI International-ის წილები ასე გადანაწილდა: ERASMONY LIMITED - აქციების 49.99%; Black Waters Limited - აქციების 38.48%; საქართველოს სახელმწიფო - აქციების 7.73%; მინორიტარი აქციონერები - აქციების 3.79% (ბორჯომის ყოფილი თანამშრომელი და სხვადასხვა აქციონერი).  

WSJ: მიხაილ ფრიდმანი უკრაინას სანქციების მოხსნის სანაცვლოდ, 1 მილიარდ დოლარს სთავაზობს

WSJ-ის ცნობით, რუსი მილიარდერი მიხაილ ფრიდმანი უკრაინას სანქციების შემსუბუქების იმედით, 1 მილიარდ დოლარს სთავაზობს. გამოცემის ინფორმაციით, ოფიციალური პირები ამბობენ, რომ გაყინული აქტივების და შავ სიაში შეყვანის ფონზე, ალფა ბანკის მფლობელი და სხვა რუსი ოლიგარქები დასავლეთთან გარიგების მიღწევას ცდილობენ. თავად ფრიდმანი მსგავს შეთავაზებას უარყოფს. WSJ-ის ინფორმაციას უკვე გამოეხმაურა ბრიტანეთიც. „დიდი ბრიტანეთი არ ეთანხმება სანქციების თავიდან აცილებას“, - განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოცემის ცნობით. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, პუტინის მხარდამჭერი, ასობით რუსი ბიზნესმენი და ოლიგარქი დასავლეთის სანქციების სამიზნე გახდა. მიხაილ ფრიდმანი რუსეთის ალფა-ბანკში საკონტროლო წილს ფლობს. ის და მისი ბიზნესპარტნიორები პეტრ ავენი და გერმანი ხანი ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების სიაში არიან. ამავდროულად, ალფა-ბანკი, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი კერძო ფინანსური ინსტიტუტი რუსეთში, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის შავ სიაშია.

მედია: მიხაილ ფრიდმანი ლონდონში ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს

ლონდონში სავარაუდოდ, „ბორჯომის“ ყოფილი თანამფლობელი მიხაილ ფრიდმანი დააკავეს, რომელიც ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი.  ამის შესახებ რუსული მედია ტელეგრამ-არხებზე გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.  მანამდე გაერთიანებული სამეფოს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ (NCA) გაავრცელა ინფორმაცია „მდიდარი რუსი ბიზნესმენის" დაკავების შესახებ, რომელიც ეჭვმიტანილია ფულის გათეთრებაში, თაღლითობასა და ცრუ ჩვენების მიცემაში. 58 წლის ბიზნესმენი ლონდონში, საკუთარ სახლში პირველ დეკემბერს დააკავეს. ასევე დააკავეს მისი ორი სავარაუდო თანამზრახველი. ერთ-ერთი მათგანია მისი 35 წლის თანამშრომელი, რომელმაც სახლიდან ჩანთა ათასობით ფუნტი ნაღდი ფულით გამოიტანა. მეორეა ბიზნესმენის ამჟამინდელი პარტნიორის 39 წლის ყოფილი მეგობარი, რომელიც ფულის გათეთრებასა და თაღლითობაშა ეჭვმიტანილი. ბიზნესმენის დაკავების ოპერაციაში NCA-ს 50-ზე მეტი თანამშრომელი მონაწილეობდა. მის სახლში ჩხრეკისას მნიშვნელოვანი ოდენობით ნაღდი ფული აღმოაჩნდა. „ეს ოპერაცია არის უახლესი NCA ინტერვენციებიდან, რომლებიც მიმართულია კორუმპირებული საერთაშორისო ბიზნესმენებისა და მათი თანამშრომლების საქმიანობის შეზღუდვისკენ,” - თქვა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გრემ ბიგარმა. შეგახსენებთ, რომ 2013 წლიდან IDS Borjomi-ის საკონტროლო 60%-იან პაკეტს რუსული „ალფა ჯგუფი” ფლობდა, რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებულთა სიაშია. უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშთაბიანი ომის  დაწყების შემდეგ „ბორჯომმა“ წარმოება შეაჩერა, ამის მიზეზად კი უკრაინაში საომარი მოქმედებები დაასახელა. 13 ივნისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კომპანია “ბორჯომის” აქციები სახელმწიფოს გადაეცა, თუმცა ღარიბაშვილს არ დაუკონკრეტებია რამდენი აქციის მფლობელი გახდება სახელმწიფო. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ კომპანია IDS BORJOMI International-მა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ კომპანიის მაკონტროლებელი აქციონერი საქართველოს მთავრობას გადასცემდა 7.73%-იან წილს. კომპანია განმარტავდა რომ, შეთანხმების შედეგად, მაკონტროლებელ აქციონერს აღარ ექნება IDS BORJOMI International-ის მაკონტროლებელი ფუნქცია.  

რუსი მილიარდერი მიხაილ ფრიდმანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

მიხაილ ფრიდმანი, რომელიც ლონდონში, საკუთარ სახლში დააკავეს, გირაოს სანაცვლოდ გათვისუფლდა. ამის შესახებ საერთაშორისო მედია წერს. ბრიტანეთის დანაშაულთან ბრძოლის უწყების ცნობით, 58 წლის კაცი ერთ-ერთია დაკავებულებს შორის, რომლებიც კლეპტოკრატიასთან ბრძოლის სამსახურმა დააკავა. როგორც ირკვევა, სულ სამი ადამიანი დააკავეს. მედიაში 3 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლონდონში სავარაუდოდ, „ბორჯომის“ ყოფილი თანამფლობელი მიხაილ ფრიდმანი დააკავეს, რომელიც ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი.  „მანამდე გაერთიანებული სამეფოს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ (NCA) გაავრცელა ინფორმაცია „მდიდარი რუსი ბიზნესმენის" დაკავების შესახებ, რომელიც ეჭვმიტანილია ფულის გათეთრებაში, თაღლითობასა და ცრუ ჩვენების მიცემაში. 58 წლის ბიზნესმენი ლონდონში, საკუთარ სახლში პირველ დეკემბერს დააკავეს. ასევე დააკავეს მისი ორი სავარაუდო თანამზრახველი. ერთ-ერთი მათგანია მისი 35 წლის თანამშრომელი, რომელმაც სახლიდან ჩანთა ათასობით ფუნტი ნაღდი ფულით გამოიტანა. მეორეა ბიზნესმენის ამჟამინდელი პარტნიორის 39 წლის ყოფილი მეგობარი, რომელიც ფულის გათეთრებასა და თაღლითობაშა ეჭვმიტანილი. ბიზნესმენის დაკავების ოპერაციაში NCA-ს 50-ზე მეტი თანამშრომელი მონაწილეობდა. მის სახლში ჩხრეკისას მნიშვნელოვანი ოდენობით ნაღდი ფული აღმოაჩნდა“, - წერდა მედია. „ეს ოპერაცია არის უახლესი NCA ინტერვენციებიდან, რომლებიც მიმართულია კორუმპირებული საერთაშორისო ბიზნესმენებისა და მათი თანამშრომლების საქმიანობის შეზღუდვისკენ,” - თქვა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გრემ ბიგარმა. შეგახსენებთ, რომ 2013 წლიდან IDS Borjomi-ის საკონტროლო 60%-იან პაკეტს რუსული „ალფა ჯგუფი” ფლობდა, რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებულთა სიაშია. უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშთაბიანი ომის  დაწყების შემდეგ „ბორჯომმა“ წარმოება შეაჩერა, ამის მიზეზად კი უკრაინაში საომარი მოქმედებები დაასახელა. 13 ივნისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კომპანია “ბორჯომის” აქციები სახელმწიფოს გადაეცა, თუმცა ღარიბაშვილს არ დაუკონკრეტებია რამდენი აქციის მფლობელი გახდება სახელმწიფო. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ კომპანია IDS BORJOMI International-მა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ კომპანიის მაკონტროლებელი აქციონერი საქართველოს მთავრობას გადასცემდა 7.73%-იან წილს. კომპანია განმარტავდა რომ, შეთანხმების შედეგად, მაკონტროლებელ აქციონერს აღარ ექნება IDS BORJOMI International-ის მაკონტროლებელი ფუნქცია.

უკრაინა რუსი ოლიგარქის ბანკის ნაციონალიზაციას გეგმავს

უკრაინის ეროვნულმა ბანკმა (NBU) მთავრობას 20 ივლისს წარუდგინა წინადადება, რომლითაც მთავრობას უკრაინული წარმოშობის რუსი ოლიგარქის, მიხაილ ფრიდმანის ბანკის ნაციონალიზაცია მოსთხოვა. NBU-ს თავმჯდომარემ, ანდრეი პიშნიიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღება Fridman's Sense Bank-ის შესახებ, რომელსაც 2022 წლის დეკემბრამდე ერქვა Alpha Bank, პარასკევს, 21 ივლისს არის  მოსალოდნელი. გამომძიებელმა რეპორტიორებმა მაისში აღმოაჩინეს, რომ ფრიდმანის კომპანია Alpha Insurance Firm, უკრაინაში მებრძოლი რუსი სამხედროების მანქანებს აზღვევს. უკრაინული გამოცემა kyivindependent-ის თანახმად, ასევე ცნობილია, რომ კომპანია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთ ოფისს უწევს მომსახურებას. ფრიდმანი, რომელიც ლვოვში დაიბადა, რუსული კომპანია Alpha Group-ის დამფუძნებელია. ის ამჟამად საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება და დიდ ბრიტანეთში 2022 წლის დეკემბერში დააკავეს, რის შემდეგაც თაღლითობასთან დაკავშირებულ დანაშაულში ეჭვმიტანილი ფრიდმანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 29 მაისს უკრაინის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც სანქცირებული პირების მფლობელობაში მყოფი ბანკების ნაციონალიზაციის საშუალებას იძლევა.  

უკრაინამ რუსი ოლიგარქის ბანკის ნაციონალიზაცია მოახდინა

Sense Bank (ყოფილი ალფა-ბანკი უკრაინა) ოფიციალურად გახდა სახელმწიფოს საკუთრება. ამის შესახებ უკრაინის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა. უკრაინა რუსი ოლიგარქის ბანკის ნაციონალიზაციას გეგმავს უკრაინის ეროვნულმა ბანკმა (NBU) მთავრობას 20 ივლისს წარუდგინა წინადადება, რომლითაც მთავრობას უკრაინული წარმოშობის რუსი ოლიგარქის, მიხაილ ფრიდმანის ბანკის ნაციონალიზაცია მოსთხოვა. გამომძიებელმა რეპორტიორებმა მაისში აღმოაჩინეს, რომ ფრიდმანის კომპანია Alpha Insurance Firm, უკრაინაში მებრძოლი რუსი სამხედროების მანქანებს აზღვევს. უკრაინული გამოცემა kyivindependent-ის თანახმად, ასევე ცნობილია, რომ კომპანია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთ ოფისს უწევს მომსახურებას. ფრიდმანი, რომელიც ლვოვში დაიბადა, რუსული კომპანია Alpha Group-ის დამფუძნებელია. ის ამჟამად საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება და დიდ ბრიტანეთში 2022 წლის დეკემბერში დააკავეს, რის შემდეგაც თაღლითობასთან დაკავშირებულ დანაშაულში ეჭვმიტანილი ფრიდმანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 29 მაისს უკრაინის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც სანქცირებული პირების მფლობელობაში მყოფი ბანკების ნაციონალიზაციის საშუალებას იძლევა.  

აშშ-მ რუს ოლიგარქებს, მიხაილ ფრიდმანსა და პეტრ ავენს სანქციები დაუწესა

11 აგვისტოს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქიები გააფართოვა. სიაში გამოჩნდნენ Alfa-Bank-ის დამფუძნებლები, მიხაელ ფრიდმანი და პიოტრ ავენი, ასევე Alfa Group-ის ყოფილი მსხვილი აქციონერები, გერმან ხანი და ალექსეი კუზმიჩევი. ფრიდმანი და ავენი ევროკავშირის სანქციების სიაში 2022 წლის 28 თებერვალს, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ოთხი დღის შემდეგ მოხვდნენ. აშშ-ის სანქციების ქვეშაა რუსეთის მრეწველებისა და მეწარმეთა კავშირიც. სანქციების ქვეშ მყოფ ფიზიკური პირებსა და კომპანიებს აქტივებს გაუყინავენ. ამერიკულ კომპანიებს ეკრძალებათ მათთან ბიზნესის წარმოება და მათთვის მომსახურების გაწევა. ოთხივე ბიზნესმენს სანქციები დაუწესეს კანადამ, ავსტრალიამ, შვეიცარიამ და ახალი ზელანდიამ. ეს ქვეყნები მათ რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ პირებად მიიჩნევენ. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. მოსკოვი დასავლეთის სანქციების ქვეშაა.  

უკრაინამ სამ რუს ოლიგარქს $450 მილიონზე მეტის ღირებულების ქონება ჩამოართვა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) მიხაილ ფრიდმანს, პეტრ ავენსა და ანდრეი კოსოგოვს 17 მილიარდი ჰრ (464 მილიონი დოლარი) ღირებულების აქტივები ჩამოართვა.   „სამი რუსი ოლიგარქი, სავარაუდოდ, პუტინის ახლო წრეს მიეკუთვნება და უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსებაში აქტიურად არის ჩართული,“ აცხადებენ SBU-ში.   მთლიანობაში, ოლიგარქების მფლობელობაში არსებული 20 კომპანია დაყადაღებულია. სია მოიცავს ფინანსურ კომპანიებს, საკომუნიკაციო და IT კომპანიებს, სადაზღვევო კომპანიებს და მინერალური წყლის ქარხნებს. ფრიდმანმა და ავენმა რუსეთის უმსხვილესი კერძო ბანკი, ალფა ბანკი დააარსეს. ისინი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციების სამიზნეები გახდნენ.    2023 წლის მარტში გაჩნდა ცნობები, რომ ოლიგარქები ცდილობდნენ ბანკში თავიანთი წილის მიყიდვას კოსოგოვისთვის, რომელსაც სანქციები არ დაეკისრა. 2023 წლის სექტემბერში SBU-მ გამოაცხადა, რომ ფრიდმანი ეჭვმიტანილი იყო კონსტიტუციური წესრიგის დამხობისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების დაფინანსებაში. ლვოვში დაბადებულ ფრიდმანს რუსეთის და ისრაელის მოქალაქეობა აქვს. 2015 წლიდან დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. თაღლითობასთან დაკავშირებულ დანაშაულებებში ეჭვმიტანილი ფრიდმანი 2022 წლის დეკემბერში, დიდ ბრიტანეთში დააკვეს და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

უკრაინამ რუს ოლიგარქ მიხაილ ფრიდმანთან დაკავშირებულ კომპანიებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, რუს ოლიგარქ მიხაილ ფრიდმანთან დაკავშირებული 9 კომპანიას სანქციები დაეკისრა. პრეზიდენტის ბრძანება 9 ნოემბერს გამოიცა. სანქცირებულია ფრიდმანთან კავშირში მყოფი შემდეგი კომპანიები: ლიხტენშტეინში დაფუძნებული Sogeral Foundation და ლუქსემბურგში დაფუძნებული CTF Holdings S.A; კვიპროსში დაფუძნებული Haberfield Limited, Alfa Finance Holdings Limited, Slavisilla Holdings Limited, Erasmony Limited, Rissa Investments Limited, International Distribution Systems Limited, და Dendar Investment Fund Limited.  

უკრაინამ რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი ძებნილთა სიაში შეიყვანა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი შებნილთა სიაში შეიყვანა. ფრიდმანს ბრალი ომის დაფინანსებისთვის 5 სექტემბერს წაუყენეს. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ოლიგარქმა სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დაახლოებით 2 მილიარდი რუბლი (22 მილიონი დოლარი) მოახმარა რუსულ სამხედრო მანქანას. საერთაშორისო სანქიცების ქვეშ მყოფი ფრიდმანი ფრიდმანი დიდ ბრიტანეთში 2022 წლის დეკემბერში დააკავეს, მოგვიანებით კი, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. უკრაინამ რუსი ოლიგარქის ბანკის ნაციონალიზაცია მიმდინარე წლის ივლისში მოახდინა.  

ევროკავშირის სასამართლომ სანქცირებული მილიარდერების, ავენისა და ფრიდმანის სარჩელები დააკმაყოფილა

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ სანქციების სიაში რუსი მილიარდერების მიხაილ ფრიდმანისა და პიოტრ ავენის შეყვანის გადაწყვეტილება გააუქმა. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ შესაძლოა, მიხაილ ფრიდმანს, პიოტრ ავენსა და ვლადიმერ პუტინს ან მის გარემოცვას შორის სიახლოვე არსებობდეს, მაგრამ ევროკავშირმა იმის ჩვენება ვერ შეძლო, რომ მათ იმ მოქმედებებს ან პოლიტიკას დაუჭირეს მხარი, რომლებმაც უკრაინას ზიანი მიაყენეს. რუსი მილიარდერები მიხაილ ფრიდმანი და პიოტრ ავენი „ალფა ჯგუფის“ დამფუძნებლები არიან, რომელიც რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკს, „ალფა ბანკს“ ფლობს. „საერთო სასამართლოს მიაჩნია, რომ საწყის აქტებში მოყვანილი არცერთი მიზეზი არ არის საკმარისად დასაბუთებული და მოცემულ სიებში ავენისა და ფრიდმანის შეყვანა გაუმართლებელი იყო,“ - ნათქვამია ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს განცხადებაში. ცნობისთვის, ფრიდმანსა და ავენს ევროკავშირმა სანქციები 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე დღეში დაუწესა. ფრიდმანმა და ავენმა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ევროკავშირს არანაირი მტკიცებულება არ აქვს, სანქცირების გადაწყვეტილება ევროკავშირის სასამართლოში გაასაჩივრეს. სასამართლომაც მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება არანაირ მტკიცებულებებს არ ეფუძნებოდა. ევროპულ საბჭოს ამ გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრება შეუძლია. პიოტრ ავენი და მიხაილ ფრიდმანი, რომლებმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთი დატოვეს, სანქცირებული არიან ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის მიერ.